ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებით (ოქმი N10) ცხადდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:
1. აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - 1 ადგილი
2. ამერიკისმცოდნეობის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი - 1 ადგილი
3. თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - 1 ადგილი
4. სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - 1 ადგილი
5. ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - 1 ადგილი
6. თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი - 1 ადგილი
საბჭოს წევრობის მსურველი ზემოთაღნიშნული ინსტიტუტების აკადემიური პერსონალის განცხადებები (დანართი №1) მიიღება 2024 წლის 30 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ფაკულტეტის კანცელარიაში. განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე: tamarmokverashvili@tsu.ge.
არჩევნები ჩატარდება 10 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით შესაბამის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით.
კონკრეტულ ინსტიტუტში არჩევნების დღის დანიშვნისა და საარჩევნო კომისიის დამტკიცების შესახებ გამოიცემა დეკანის სამართლებრივი აქტი.